ახალი ამბები
ელჩები სამეგრელოს რეგიონს ეწვივნენ (ვიდეო)
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ. ელჩებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული პროექტები, რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მრავალპროფილიანი მშენებარე კლინიკა დაათვალიერეს.

მათთან ერთად პროექტების პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი კვარაცხელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები და პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება. განსაკუთრებით საოკუპაციო ზოლთან“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

სტუმრები სამეგრელოს რეგიონის, როგორც ეკონომიკურ ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან. ორდღიანი დიპლომატიური ტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
Print