აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის
შეცვლა პირველი ივნისის
ჩათვლით შეეძლებათ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ
ივნისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს არჩეული საგნებისა და საგამოცდო
ენის შეცვლის საშუალება აქვთ.
აგვისტოს დასაწყისამდე კი შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების
ჩამონათვალი ცვალონ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების
დასრულებასთან ერთად შეწყდება.
პირველ, ძირითად ეტაპზე (9 თებერვლიდან 15 მარტამდე) აბიტურიენტს უნდა
მიეთითებინა პირადი მონაცემები, საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი
საგნები.
1 ივნისამდე საშუალება ჰქონდა დაემატებინა გამოცდა მაგ.: აბიტურიენტს
არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება.
ამ პერიოდის განმავლობაში შეეძლო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები
ქართულად, შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით
აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.). მესამე ეტაპზე, მაშინაც კი
როცა მას გამოცდის პირველადი შედეგები ეცოდინება, შეუძლია წაშალოს ან
დაამატოს საგანმანათლებლო პროგრამები.
მასალის გამოყენების პირობები