ახალი ამბები
ანი წითლიძე: ყინულის სახლით ვიცე- მერმა გია გულორდავამ იხეირა (ვიდეო)

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ვიცე- მერი გია გულორდავა კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ყინულის მოედანი ვიცე- მერისთვის კორუფციის ერთ-ერთ ნაწილად იქცა და მისი მფარველობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს კვლავ შ.პ.ს „გილაანი 21 “ განახორციელებს.

"საკრებულოს ბოლო სხდომაზე გაირკვა, რომ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა იქნეს მოძიებული, მაშინ, როდესაც მერია აცხადებდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხარჯებს თავის თავზე კულტურის სამინისტრო აიღებდა. ყინულის სახლის მშენებლობა 5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის მშენებელ კომპანია „გილაანი 21“ დამატებით რვაას ორმოცდაათი ათასი ლარი გადაერიცხა, სწორედ ამ კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა ყინულის სახლის ჩამონგრევა გამოიწვია, რაზეც პასუხი აღნიშნული კომპანიისთვის არავის მოუთხოვია. ყინულის მოედანს სარგებლობა მოციგურავეებისთვის უნდა მოეტანა, მაგრამ ამით იხეირა გია გულორდავამ,“ - განაცხადა მან.

ვიცე- მერის გია გულორდავს განმარტებით, ყინულის მოედნის ჩაფუშვა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა.

„თანხა ას ორმოცდა თხუთმეტი ათასი ლარი, რომელიც სჭირდება რეაბილიტაციას მოძიებულია ადგილბრივი ბიუჯეტიდან. ხოლო ამ თემასთან დაკავშირებით ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება და ყინულის სახლი ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევა. სასახლე წინა ხელისუფლებისგან გვერგო მემკვიდრეობით, გუმბათიც  სწორედ მათ დროს  გაკეთდა," - განმარტა მან.

ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასულ ზამთარში დიდთოვლობის დროს დაზიანდა.

Print