ახალი ამბები
პრემიერი: ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უვიზო მიმოსვლას
ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე, ეს პროცესი დასრულდება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და დაასრულა მუშაობა ყველა ტექნიკურ ასპექტებზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის, “– აღნიშნა მან.

პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველო, არის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები.

Print