ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან. ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ჯგუფური შეხვედრები 11 ივნისს „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება. 12 ივნისს კი მეოთხედ ფინალის შეხვედრები ჩატარდება. ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმენეთს 18 ივნისს შეხვდებიან, ფინალური შეჯიბრი კი 19 ივნისს გაიმართება.

საფეხბურთო ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

2016 წელი"ახალგზარდობის წლად" მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.



Print