ახალი ამბები
დამოუკიდებელი ექსპერტი თომას ჰამარბერგი აფხაზეთს ეწვევა

დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თომას ჰამარბერგი დღეს აფხაზეთს ეწვევა და რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს.

ის ადგილზე გაეცნობა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას და ასევე 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, თომას ჰამარბერგი საქართველოს მეორედ ეწვია. იგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის, აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს.

დამოუკიდებელი ექსპერტი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით ჩამოვიდა.




 

Print