ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი იან კელი "რუსთავი-2-ის" სასამართლო პროცესს გამოეხმაურა
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი "რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესს ეხმაურება. განცხადება დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. რადიო „ათინათი“ იან კელის კომენტრს უცვლელად გთავზობთ.

"ნება მომეცით გავაკეთო ორი ზოგადი სახის კომენტარი, ვინაიდან სასამართლო პროცესი ჯერ მიმდინარეობს და არ მინდა მის დეტალებზე ვილაპარაკო. ჩემი პირველი კომენტარი კონკრეტულად პროცესს ეხება და იმ მნიშვნელოვან რისკებს, რომელიც ამ განსაკუთრებულ საქმეშია. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესის ობიექტურობა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს და ჩირქს სცხებს სასამართლოს წარმომადგენლებს ან თავად ინსტიტუტს, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ასეა ამერიკაში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ახლა, ნება მომეცით უშუალოდ სასამართლო საქმეზე ვილაპარაკო, რაც ძალიან არ შემეფერება, მაგრამ მინდა გარკვევით ვთქვა, რას ვფიქრობ და ამერიკული კონტექსტში გადმოვცე. ჩვენთან, რომ საარჩევნო წელი იყოს-რა თქმა უნდა ეს ასეცაა, და წამყვანი ტელეარხი ჩართული იყოს სასამართლო საქმეში, რომელიც უცვლის მას მფლობელებსა და მენეჯმენტს, ეს იქნება მიუღებელი და მთავრობის სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა, რომ ასე არ მოხდეს საარჩევნო წელს, კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამო-არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ მაშინაა, როდესაც მედიასთან ყველას აქვს წვდომა. ეს საქმე კი იმ ტელეარხისაა, რომელიც ოპოზიციის მთავარი ხმაა. ამერიკაში ასეთი არხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა მიუღებელი იქნებოდა,"- აცხადებს ელჩი.


Print