ახალი ამბები
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებები შევიდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, შეიცვალა სამოქალაქო განათლების, ქიმიის და ფიზიკის გამოცდის ჩატარების თარიღები და დრო. აღნიშნულის გათვალისწინებით EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ გამოცდების განახლებულ განრიგს:

ქართული ენა და ლიტერატურა – 1–2 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ზოგადი უნარები – 4–5 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

უცხოური ენები
ინგლისური – 6–7 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
რუსული ენა – 6 ივლისი (პირველი სესია), 7 ივლისი (მეორე სესია)
ფრანგული ენა – 6 ივლისი (მეორე სესია)
გერმანული ენა – 7 ივლისი (პირველი სესია)

სამოქალაქო განათლება – 12 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა – 14 ივლისი (პირველი სესია)
გეოგრაფია – 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ისტორია – 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ლიტერატურა – 19 ივლისი (პიველი სესია)
ბიოლოგია – 20 ივლისი (პირველი სესია)
ქიმია – 21 ივლისი (პირველი სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 21 ივლისი (პირველი სესია)
ფიზიკა – 22 ივლისი (პირველი სესია)
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 8 ივლისი (მეორე სესია)



Print