ახალი ამბები
ჩხოროწყუში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა (ვიდეო)


დაბა ჩხოროწყუსა და სოფელ ახუთში დღეიდან  ორი  ახალი საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს.


გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დაესწრნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაბა ჩხოროწყუს ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. მშენებლობისთვის კი 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 

წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღი გაიხსნა, წლის ბოლომდე კი კიდევ ორის გახსნა იგეგმება.


 

Print