ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები აბაშაში "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ
"თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ შოთაძემ და რამდენიმე წევრმა პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ შოთაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ალასანიას პარტიის ხედვები და მიმართულებები მათთვის მიუღებელია.
„თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს 80 წევრიდან თუ რამდენმა დატოვა პარტია, თუმცა ამტკიცებს, რომ აბაშის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა.



Print