ახალი ამბები
რაშიდ კანჯი ოღლუს შინა პატიმრობა მიესაჯა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯიოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ.

ე.წ. მესაზღვრეს განზრახ მკვლელობში ედება ბრალი და არსებული ინფორმაციით ის სამსახურიდან დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. რაშიდ კანჯიოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოხდა.




Print