ახალი ამბები
"ამინისტიის შესახებ" პარლამენტმა კანონო მიიღო
პარლამენტმა „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივას ამინისტიის აქტის გამოცემის შესახებ მხარი დაუჭირა. ფრაქციის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც 77 ხმით დამტკიცდა, სისხლის სამართებლივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მამაკაცებს 70 წლამდე, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

”ეროვნული ფორუმის“ ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიღება და განხორციელება ხელს შეუწყობს დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას.

აღნიშნული პროექტით, ამნისტია შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print