ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი დღეს სენაკის მუნიციპალიტეტს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრება. იგი სენაკში ცემენტის მწარმოებელი ქარხნის შ.პ.ს "შავი ზღვის ცემნტის" მშენებლობის დაწყების ცერემონიას და სახალხო დღესასწაულ "მარულას" დაესწრება.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს" დაათვალიერებს.


Print