ახალი ამბები
დიდ ბრიტანეთში შესაძლოა რეფერენდუმი ხელახლა ჩატარდეს
დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას ხელი მოაწერა. „ბი ბი სი-ს“ ცნობით, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე ახალი რეგულაციის დაწესებას.

ბრიტანეთის პარლამენტი კი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

ცნობისთვის, ბრიტანეთში ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩევლის 51,9 %-მა მხარი დაუჭირა.



Print