ახალი ამბები
პრემიერ- მინისტრმა აბაშაში მდებარე საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონდიტრო საწარმო "ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დაათვალიერა. საწარმოში სტუმრობისას მან აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნესპროექტის წამოწყებაში.

მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.

აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.




Print