ახალი ამბები
ზუგდიდში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდში 7,9 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჭადრაკში შემაჯამებელი ტური ჩატარდა. აქ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში წარმოდგენილი ფინალისტები ჭადრაკის სასახლეში მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 80-მდე მოჭადრაკე იღებდა.
Print