ახალი ამბები
პრემიერ - მინისტრი: ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს შევქმნათ თავისუფალი და წარმატებული ეკონომიკა

საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი

ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გააფორმა. დოკუმენტი, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს, ბერნში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა და EFTA-ს ქვეყნების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებათა ქსელი, რომელიც მას 2 მილიარდ მომხმარებელზე მეტის დაფარვის საშუალებას მისცემს. იგი იზიდავს ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელსაც აქვს სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტები, კორუფციის დაბალი დონე და გამარტივებული საგადასახადო სისტემა, ასევე ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო“,- აღნიშნა პრემიერმა.


 

Print