ახალი ამბები
პრემიერ - მინისტრი: ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში დღეიდან შევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები“,-აღნიშნა პრემიერმა.


Print