ახალი ამბები
დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3 % არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 3 % არ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი საგამოცდო ცენტრი და მიმდინარე გამოცდის პირველ სესიაზე 9300-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97% გამოცდაზე გამოცხადდა.

დღეს გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.



Print