ახალი ამბები
"ისლამური სახელმწიფოს" მუქარა ამერიკის შეერთებულ შტატებს
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული Independent-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფების წევრები ლონდონის "ჰიტროუს", ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში თავდასხმებს გეგმავენ. შესაბამისი განცხადება მათ სოციალური ქსელით გაავრცელეს. მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

„დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა. რისკების შემცირების მიზნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა მან.

Print