ახალი ამბები
GEM Fest-ზე წელს ორმოცი ათასზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა

GEM Fest 2016 ანაკლიაში  9-14 აგვისტოს  გაიმართება. გახსნამდე 40 დღეზე

ნაკლები დრო დარჩა, ფესტივალზე 40 000-ზე მეტი სტუმარია დარეგისტრირებული. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დარეგისტრირებულთა რიცხვმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

„ეს არის ძვირფასი ქვა, რომელიც მთის შეუმჩნეველ ქანში გამოერია და მთელი სიკაშკაშით დაგვანახა უძვირფასესი ბირთვი…GEM Fest სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის უკვე იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად.
ფესტივალი პირველსავე წელს მსოფლიოს წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და გასულ წელს ანაკლიას ერთი კვირის განმავლობაში 20000-ზე მეტი სტუმარი ეწვია”, - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი GEM Fest-ი პირველად 2015 წელს სამეგრელოში, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ჩატარდა.

ფესტივალი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ერთ-ერთი მიზანია, რომ ერთ საფესტივალო ლეიბლში შეკრიბოს მსოფლიო არტისტები და უნიკალური შესაძლებლობები მიეცეს ახალგაზრდა, დამწყებ შემოქმედებს. ლაინაფი მიხედვით კი წელს ანაკლია-განმუხურში დაუკრავენ PAUL KALKBRENNER, PAUL VAN DYK, COSMIC GATE, DUB FX, STEPHAN BODZIN, BORIS BREJCHA, ANJA SCHNEIDER, GusGus Live , TINI, FEDDE LE GRAND, AGORIA, BOYD SCHIDT, JULIA GOVOR და სხვა მსოფლიო დონის არტისტები.



 

Print