ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განუცხადა, ზაფხულის სეზონი ძალას იკრებს. ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები; გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ დაავადებების მქონე პირები, ასაკოვნები.

"უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა“, - აღნიშნა ლელა სტურუამ.

მისივე თქმით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება.

Print