ახალი ამბები
ტურისტები აფხაზეთიდან მიდიან
სოხუმში მომხდარი არეულობების გამო, ბევრი ტურისტი აფხაზეთს ტოვებს, წერს „რია ნოვოსტი“, დე ფაქტო რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის ავთანდილ ღარწკიას განცხადებაზე დაყრდნობით.

"ტურისტები ბარგს ალაგებენ ჩემოდნებში და უკან ბრუნდებიან. ამის ახსნა არაა ძნელი, ხალხი აქ დასასვენებლად ჩამოდის, ბევრ მათგანი-ბავშვებთან ერთად. ჩვენ ვმუშაობთ ტუროპერატორებთან და ვუხსნით მათ, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენი შიდაპოლიტიკური ამბებია და რომ არც ერთი ტურისტის თავიდან, ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ოპოზიციონრების მხარდამჭერი 700-მდე ადამიანი დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს შენობის წინ შეგროვდა. მათი მოთხოვნით, შს მინისტრს ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუწყდა.


Print