ახალი ამბები
მარტვილში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც სტიქიის შედეგად რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდებს, ნაპირსამაგრებს და სავარგულებს მიაყენა. სალიკვიდაციო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას კოორდინაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა უწევდა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი დაესწრო. მისი თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური სხვადასხვა უწყებებთან ერთად სტიქიის დღიდან მუშაობს, მისი შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით.

ძლიერი წვიმების და წყალმოვარდნების შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები, რომელსაც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.

Print