ვატიკანმა თავის ისტორიაში პირველად ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ფინანსური ინფორმაციის სამმართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ 10–გვერდიანია და მეტისმეტად მცირე მონაცემებს შეიცავს სამმართველოს ზედამხედველობით ფუნქციებზე.
ანგარიშის თანახმად, 2012 წელს 6 შეტყობინება მიიღეს საეჭვო შიდა ტრანზაქციებზე, რომელთაგან ორი პროკურატურას გადაეგზავნა. სამმართველოს უფროსის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის შესაბამისად ვატიკანმა ფულის გათეთრებასთან ბრძოლა გაააქტიურა.
ფინანსური ინფორმაციის მართვის სამმართველო 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მე–16–მ შექმნა. მისი ძირითადი ფუნქცია ფულად–საკრედიტო და კომერციული საქმიანობის, პირველ რიგში ვატიკანის ბანკის ზედამხედველობაა.
მასალის გამოყენების პირობები