ახალი ამბები
პროკურატურა სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებას არ ადასტურებს
მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის საკითხზე  ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებიდან პროკურატურაში მასალების გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტებს, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან არ მიუღიათ.

ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

Print