ახალი ამბები
ივანიშვილმა მარგველაშვილს ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა
ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და მას ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას, კრიტიკის გარეშე ვერ დატოვებდა.

„მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს
“, - განაცხადა ექს-პრემიერმა.

ამასთან, მან მარგველაშვილი „რესპუბლიკურ პარტიაზე“ საუბრისას გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ პრეზიდენტის რესურსის გამოყენება უნდოდათ.

მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ”, - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიას შესახებ კითხვებსაც უპასუხა.

Print