Error
ახალი ამბები
ევროპული ემბარგო სირიაში იარაღის მიწოდებაზე არ გაგრძელდება
ევროკავშირი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს არ გააგრძელებს, ხოლო ეკონომიკური სანქციები 1 ივნისის შემდეგ მინიმუმ ერთ წელს მაინც გასტანს. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. დიპლომატებმა დააზუსტეს, რომ უახლოეს დროში ევროკავშირი თავს შეიკავებს ამბოხებულთა იარაღით მომარაგებისაგან. საფრანგეთი და დიდი ბრიტნეთი 2011 წელს დაწესებული ემბარგოს სრულ გაუქმებას მოითხოვდნენ. პარიზსა და ლონდონში თვლიან, რომ ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება, ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლის ერთადერთი გზაა, რომელიც აიძულებს დამასკოს ეძებოს პოლიტკური გამოსავალი.
Print