ახალი ამბები
ვიაჩესლავ ჩირიკბა გადადგა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. "შექმნილ ვითარებაში, შესაძლებლად არ მიმაჩნია აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება“, - თქვა მან.

ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება" და მადლობა გადაუხადა უწყების გუნდს მუშაობისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


Print