Error
ახალი ამბები
ევერესტზე საცობები შეიქმნა
ევერესტის დაპყრობიდან 60 წლის შემდეგ, ალპინისტები მსოფლიოს უმაღლეს პიკზე ხალხმრავლობას უჩივიან. 1953 წელს ედმუნდ ჰილარი და ტენცინგ ნორგეი ევერსტის მწვერვალზე ავიდნენ , დღეს იქ განმარტოებულ ადგილსაც ვერსად იპოვი. თანამედროვე ალპინისტური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ადამიანთა დიდმა რაოდენობამ იმოძრაოს მწვერვალის დასაპყრობად, რომელიც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ მიუწვდომელად ითვლებოდა. National Geographic -ის მონაცემებით, 1990 წელს ევერესტის დაპყრობის მცდელობათა 18% წარმატებული აღმოჩნდა, 2012 წელს კი ეს ციფრი 56% -ით გაიზარდა.
Print