ახალი ამბები
ნასამ იუპიტერზე გეიზერები აღმოაჩინა
აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით დაკვირვებით ასტრონომები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპის ზედაპირზე წყლის ნაკადი ამოიფრქვევა.

ამ მოვლენის სავარაუდო ნაკვალევი პირველად 2013 წელს დააფიქსირეს. ამჟამად, მეცნიერებმა ამის დანახვა შეძლეს. მსგავსი მოვლენები ტელესკოპმა სამჯერ დააფიქსირა.

ადმინისტრაციის ცნობით, წყლის ეს ნაკადები ზედაპირიდან 200 კილომეტრის მოშორებით ამოიფრქვევა და შემდეგ წვიმის სახით, ევროპის ზედაპირზე ბრუნდება. ევროპას გააჩნია ორჯერ მდიდარი წყლის მარაგი ვიდრე აქვს დედამიწას, თუმცა, ევროპის ზედაპირი დაფარულია გაყინული ზედაპირით, ყინულის სისქე ასტრონომებისთვის უცნობია.

მეცნიერების ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, ევროპა იქნება მზის სისტემაში მეორე თანამგზავრი, სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრის ენცელადუსის შემდეგ, რომელზეც მეცნიერებმა წლის ნაკადები აღმოაჩინეს.


Print