ვენსან ოტანი და ბრიუნო ბუალო პირველი ოფიციალური გეი-წყვილი გახდა, მას შემდეგ რაც ფრანსუა ოლანდმა ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა. წყვილი საფრანგეთის სამხრეთით, მონპელიეში დაქორწინდა, სადაც სამართალდამცავებმა იმ დღეს უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღეს.
ახალმა კანონმა საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კონსერვატიულმა ოპოზიციამ და საინიციატივო ჯგუფებმა, რომელთაც კათოლიკური ეკლესია უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ ერთსქესიანი ქორწინება ძირს უთხრის საზოგადოების საფუძვლებს. პრეზიდენტმა ოლანდმა ისინი გააფრთხილა, რომ არ მოითმენს ქვეყანაში პირველი ერთსქესიანი ქორწინების ცერემონიის ჩაშლის არანაირ მცდელობას.
მასალის გამოყენების პირობები