ახალი ამბები
ნოდარ ხადური - დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარდება
ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ვარდნის ტენდენციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ხადურმა.

Print