ახალი ამბები
აფეთქება ანტალიაში
თურქულ ქალაქ ანტალიაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა განლაგებული, აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია დაზარალებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „ბი ბი სი“- ს ცნობით, აფეთქება სავაჭრო - სამრეწევლო პალატის მახლობლად მდებარე პარკინგზე მოხდა. მისი მიზეზები, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას.

ანტალიაში, რომელიც აქამდე, შედარებით მშვიდობიან ქალაქად ითვლებოდა, მიმდინარე თვის განმავლობაში, ეს უკვე მეორე ინციდენტია. მანამდე, ანტალიის საზღვაო პორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის მსხვილ ქალაქებში აფეთქებების სერიას ჰქონდა ადგილი.

Print