ახალი ამბები
გალში რაიონის მთავარი ნაძვის ხე დაიდგმება
საახალწლოდ, გალის ქუჩები ილუმინაციებით და გირლიანდებით მოირთვება, გარდა ამისა, დაიდგმება ბანერები და „სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად აუცილებელი ატრიბუტები“, ამის შესახებ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.

აფხაზური მედიის ცნობით, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე გადაწყდა, რომ კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიონის მთავარი ნაძვის ხე დაიდგმება და მოწესრიგდება საბავშვო მოედნები.

ნადარაიას თქმით, „რაიონული ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, იმ ორგანიზაციებისა და კოლექტივების დასაჯილდოებლად, რომლებიც მაღაზიებისა და სხვა ობიექტების საუკეთესო დიზაინს შექმნიან. შესაბამისი კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც პირველ სამ საპრიზო ადგილზე გავლენ, 15, 10 და 5 ათას რუბლს მიიღებენ საჩუქრად".

Print