ახალი ამბები
აფხაზეთ - რუსეთის საზღვარი 2016 წელს ორჯერ მეტმა ადამიანმა „დაარღვია“
რუსეთ - აფხაზეთის სასაზღვრო ზონას ბოლო პერიოდში ორჯერ უფრო ხშირად კვეთენ. დამრღვევები, ძირითადად, სამუშაოს მაძიებელი ცენტრალური და შუა აზიის მოქალაქეები არიან.

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, სასაზღვრო რეჟიმი 2500 ადამიანმა დაარღვია, რაც ორჯერ აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. დეკემბრის ბოლო დეკადაში 200 - მდე დარღვევა დაფიქსირდა.

აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე და ასევე „რუსეთ-აფხაზეთის ხუთკილომეტრიანი ზოლის ფარგლებში, აუცილებელია საშვის წარდგენა.მისი არქონის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული გაძევება და 1000 რუსული რუბლის ოდენობის, ჯარიმა ეკისრება".


Print