Error
ახალი ამბები
პრაღა კატასტროფული სისწრაფით იტბორება
სინოპტიკოსების განცხადებით, უარესი კიდევ წინ არის. მაშველები ვლტავის სანაპიროსთან დამბებს აშენებენ. დატბორვის საშიშროების გამო მეტროსადგურები იკეტება. ხელისუფლება იუწყება, რომ 2002 წელთან შედარებით ისინი ახლა უფრო მზად არიან სტიქიასთან საბრზოლველად. მეტეოროლოგების ცნობით წყლის დონე ვლტავაში უფრო დიდი სიჩქარით მატულობს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. წყალდიდობის პირველი მსხვერპლი, გარეუბანში მცხოვრები ქალია. პრაღაში განგაშის მესამე ხარისხია გამოცხადებული. კვირას საღამოს მთავრობის წარმომადგენლები ჩაატარებენ საგანგებო სხდომას, სადაც განიხილავენ სტიქიასთან ბრძოლის მეტოდებს.
Print