ახალი ამბები
სამეგრელოში ცენტრალური გზები თოვლისგან იწმინდება
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რეგიონის ცენტრალური გზები თოვლის საფარისაგან იწმინდებოდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დილიდან სამუშაობი კვლავ განახლდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გზები ტყაიას, ჩხორიას, გრიგოლიშის, ჭაქვინჯისა და ჯიხაშკარის მიმართულებით გასუფთავებულია. სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება.

Print