Error
ახალი ამბები
გარი კასპაროვმა გადაიფიქრა რუსეთში დაბრუნება
გარი კასპაროვი არ აპირებს უახლოეს დროში რუსეთში დაბრუნებას, რადგან შიშობს, რომ მას ოპოზიციური საქმიანობისთვის დააპატიმრებენ. ამის შესახებ კასპაროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას როგორც უფლებადამცველს ჯილდო გადასცეს. კასპაროვმა თქვა, რომ პერიოდულად ჩადიოდა რუსეთში, თუმცა თებერვლის ბოლოს მისთვის ნათელი გახდა, რომ ის შეიძლება პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ პროცესში მოჰყვეს. ოპოზიციონერი დ მსოფლიოს ექს–ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი 2012 წელს რუსული ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრად აირჩიეს.
Print