Error
ახალი ამბები
აშშ–ს სპეცსამსახურებს Microsoft, Google და Facebook – ის სერვერებზე მიუწვდებათ ხელი
აშშ – ს სპეცსამსახურებს პირდაპირი წვდომა აქვთ ცხრა მსხვილი ინტერნეტ–კომპანიის სერვერებთან, რომელთა შორის არიან Microsoft, Yahoo, Google და Facebook, წერს Washington Post. გამოცემის მონაცემებით, სახელმწიფოს საიდუმლო პროგრამის PRISM –ის ფარგლებში ფედერალურ გამოძიებათა ბიუროს და აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ინტერნეტ–გიგანტებზე არსებული პირადი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. Facebook, Apple, Microsoft, Google და Yahoo –მ უკვე განაცხადეს, რომ სპეცსამსახურებს არა აქვთ მათ სერვერებზე წვდომის საშუალება.  
Print