ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში 35 - ე დეპუტატი აირჩიეს
დე ფაქტო აფხაზეთში, გუდაუთის №17 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის განმეორებითი არჩევნები გაიმართა. დეპუტატის მანდატისთვის ორი კანდიდატი - ლეონიდ ლაკერბაია და ლეონიდ ჩამაგუა იბრძოდნენ. „ცესკოს მონაცემებით, სახალხო კრების გენმეორებით არჩვენებში გამარჯვება ლეონი ჩამაგუამ მოიპოვა“.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს, ხოლო მეორე ტური 22 ოლქში - 26 მარტს გაიმართა. ცნობისთვის, აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს. გამარჯვებულ კანდიდატებს შორის არის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.

Print