
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეტევაზე გადადის: ანკარაში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე, მან თავის მომხრეებს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლებისკენ მოუწოდა, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.
შეკრებილები მოწიწებით უსმენდნენ ლიდერს და შემდეგ სკანდირებდნენ: “ჩვენ მზად ვართ შენთვის მოვკვდეთ, ტაიპ!”.
ამავე დროს, თურქეთის დედაქალაქის კიზილაის მოედანზე ათასობით ადამიანი პრემიერის გადადგომას ითხოვს. ისინი მას ქვეყნის ისლამიზაციაში, ავტორიტარულ მართვასა და აქციების დაუნდობლად ჩახშობაში სდებენ ბრალს. განსაკუთრებული აღშფოთება ერდოღანის მომტინგეების მისამართით გამოთქმულმა გამოხმაურებამ გამოიწვია:
“პრემიერ მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ ის შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, როდესაც მარადიორებსა და ლოთებს გვიწოდებს, და ასეთ აგრესიულ გამონათქვამებს, სულ უფრო მეტი ხალხი გამოჰყავს ქუჩებში. დღეს მეც არ ვიქნებოდი აქ, მსგავსი სიტყვები რომ არ გამეგონა !”
ანკარაში ანტისახელმწიფოებრივი მიტინგის მონაწილეები პოლიციამ, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ მათავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც სტამბულის ცენტრში მდებარე პარკი გეზი უქმდება და მის ადგილზე კომერციული უბანი შენდება. აქციის მონაწილეებმა პარკის შესასვლელთან ბულდოზერები დააყენეს, რომელიც პოლიციამ წყლის ჭავლების საშუალებით დაშალა.
ამის შემდეგ, გარემოსდაცდვითი საპროტესტო აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები