ახალი ამბები
აფხაზი მედიკოსები სამედიცინო დანიშნულების შემთხვევაში აბორტების დაშვებას ითხოვენ
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს მიმართოს პარლამენტს თხოვნით „ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც სამედიცინო დანიშნულების შემთხვევაში, ორსულობის შეწყვეტას დაუშვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს   პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ „კანონის მიღების დროს, მედიკოსები აბორტების სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ დოკუმენტში რიგი ჩვენებების შეტანას, რომელთა თანახმად, ორსულობის შეწყვეტაა ნაჩვენები, თუმცა, პარლამენტმა ეს არ გაითვალისწინა“. ცახნაკიას თქმით, აბორტების ტოტალური აკრძალვა, კრიმინალური აბორტების რიცხვის და ქალთა სიკვდილანობის ზრდას გამოიწვევს.

10 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა „ჯანდაცვის შესახებ კანონს“, რომელიც კრძალავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას“.


Print