ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის მინისტრი სამეგრელოში სტიქიით მიყენებულ ზარალს გაეცნო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხობის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო. სოფელ ბიაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ 150 მეტრიანი საფეხმავალო ხიდი წაიღო, ზურაბ ალავიძესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იმყოფებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრი ასევე, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს სენაკშიც გაეცნო, სადაც ადიდებუმა მდინარე ტეხურმა ნაპირსამაგრები დააზიანა.



მისი თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

ცნობისთვის, სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად სხვადასხვა პრობლემა შეიქმნა. სტიქიამ  შიდა გზები, ხიდები და ნაპირსამაგრები დააზიანა.

ამავე თემაზე: 

ადიდებულმა მდინარე რიონმა ხობში სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა

ხობის წყლის ადიდებამ ე.წ. ბონდის ხიდი ისევ დააზიანა 


Print