Error
ახალი ამბები
რუსეთში მორწმუნეთა გრძნობების შურაცხყოფისთვის კანონით დაისჯებიან
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი მოქმედებისთვის სისხლის სმართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი - სამი წლით თავისუფლების აღკვეთაა, სხვა შემთხვევებში ჯარიმა 500 ათასი რუბლის ოდენობით ან შრომა-გასწორებითი სამუშაოებია გათვალსწინებული. მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისათვის კანონში ცვლილებები გოსდუმამ პირველი მოსმენით, 9 აპრილს მიიღო. ხოლო გასული წლის სექტემბერში ის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა, მალევე მას შემდეგ, პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები დააპატიმრეს. პროექტს სახელმწიფო დუმის ოთხივე ფრაქციამ მოაწერა ხელი, რაც რუსეთის პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეადგინეს.
Print