დღეიდან ყოველი მძღოლის მართვის მოწმობას 100 ქულა
ენიჭება, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
საგზაო მოძრაობის წესების ყოველ დარღვევაზე მძღოლს ქულები
დააკლდება.
დარღვევაზე ყველაზე მაღალი ქულა 40-ია, რომელიც იმ შემთხვევაში
აკლდება, თუკი მოხდება სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა
წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაში მყოფი პირისათვის. ყველაზე დაბალი კი 5 ქულაა, რომელიც
სხვადასხვა დარღვევისთვის აკლდება, მათ შორის, ღვედის გამოუყენებლობის
შემთხვევაში. მართვისას მობილურზე საუბარი კი 15 ქულით ჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები