Error
ახალი ამბები
საბერძნეთი: მკაცრი ეკონომიის შავი ეკრანი
საბერძნეთის ხელისუფლებამ რადიო სამაუწყებლო კორპორაცია ЕРТ- ს დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყდა, რომ მას უფრო თანამედროვე და კომპაქტური არასახელმწიფო კომპანია შეცვლის. სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სიმოს კედიკოგლუმ კომპანიას ბრალი მფლანგველობასა და არაგამჭვირვალობაში დასდო, თუმცა გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაციისა და სმუშაო ადგილით უზრუნველყოფის პირობა მისცა. ბერძნული საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება, მთავრობამ საბერძნეთში კრედიტორების ვიზიტის ფონზე მიიღო. მსოფლიო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები საბერძნეთში იმის შესამოწმებლად ჩავიდნენ, თუ როგორ იცავს ქვეყანა მაკცრი ეკონომიის რეჟიმს. ბიუჯეტის შეკვეცის პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი სწორედ სახელწიფო რადიოსამაუწყებლო კორპორაცია ЕРТ აღმოჩნდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არა მარტო ჟურნალისტების, კულტურის მოღვაწეების, პოლიტიკოსების პროტესტი , არამედ ევროპის რადიოსამაუწყებლო კავშირის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც ქვეყნის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.
Print