ახალი ამბები
Gem fest- ის დამფუძნებელი დაკითხვაზე დაიბარეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფესტივალის ადმინისტრაციის ოფისიდან შესაბამისი დოკუმენტების ამოღება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად სიგუა აცხადებს, ის მზადაა უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.

Print