ახალი ამბები
გიორგი სიგუა: საგამოძიებეო სამსახურს ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვს
GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მათ მიმართ პრეტენზიები არ აქვს. სიგუამ აღნიშნა, გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზეა დაწყებული. 

„მე ჯერჯერობით ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ეს კითხვები ეხებოდა ფესტივალის ჩატარებას, მათ შორის იყო ფინანსურ საკითხებზე კითხვები, ასევე თანხმების ხარჯების შესახებ - რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი. აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, ეს ერთთვიანი ფესტივალი რა ხილი იყო“, - განაცხადა სიგუამ.

ამ დროისთვის GEM-fest-ის დამფუძნებლის დაკითხვაზე შესვენებაა გამოცხადებული და სიგუას გამოკითხვა მოწმის სახით ერთ საათში გაგრძელდება.


Print