ახალი ამბები
საქსტატი: ოქტომბერში სურსათის რამდენიმე სახეობასა და ტანსაცმელზე ფასები გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის სხვადასხვა სახეობაზე ფასები გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ფასები შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 %), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 %) და ზეთი და ცხიმი (1,1%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0%); ჯამში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასებმა 1,6%-ით მოიმატა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5%-ით ( ფეხსაცმელზე  -12,0% და ტანსაცმელზე - 3,6 %).

საქსტატის მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4%-ით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და
-0:08 ცხიმი (7,6 პროცენტი);

ტრანსპორტის ფასები მომატებულია 14,7 %-ით,  ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე - 17,6 %-ით, ჯანმრთელობის დაცვაზე კი  - 5,8%-ით. 
Print